ელექტრონული
რესურსის ლინკი: https://learningapps.org/display?v=ph9fbixw219
გეგმა
თემა:
ბრტყელი ფიგურების და მისი თვისობრივი მახასიათებლების შესწავლა.
მიზანი:
მოსწავლეები სწორად შეისწავლიან ბრტყელი ფიგურების
თვისებებს და უშეცდომოთ შეეძლებათ მათი ერტმანეთისგან
გარჩევა.
ესგ-თი მისაღწევი
შედეგები და ინდიკატორები:
მათ.VIII.8
მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება
ფიგურათა კლასიფიცირეისათვის და მათი სახეობების შედარებისათვის.
.ფიგურათა მოცემულ თვისებებს შორის ირჩევს თვისებათა
იმ მინიმალურ ერთობლიობას, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ამ ფიგურას.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებმა შეძლეს სწორად გაარჩიონ ერთმანეთისგან ბრტყელი ფიგურები და მათი თვისებები.
რეფლექსია
ბრტყელი ფიგურების სახეების და მისი თვისობრივი მახასიათებლებლების შესწავლა მნიშვნელოვანი საკითხია მათემატიკაში. ამ საკითხის
შესწავლის დროს ხშირად ვაწყდები სხვადასხვა სახის პრობლემას, განსაკუთრებით ოთხკუთხედების,
პარალელოგრამის ჯგუფის შესწავლისას. მოსწავლეებს უჭირთ მართკუთხედის, რომბის, კვადრატის,
პარალელოგრამის ერთმანეთისგან მსგავსებისა და განსხვავებების გარჩევა.
ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ელექტრონული რესურსი ამ საკითხებთან დაკავშირებით. მოსწავლეებისთვის
ეს მეტად სახალისო და საინტერესო გამოვიდა, რადგან კომპიუტერთან
მუშაობა მათ ძალიან მოსწონთ. ყველა მოსწავლეს გავაკეთებინე შედგენილი ტესტი.
მოსწავლეებს ინტერესი ჰქონდათ ყველა ასულიყვნენ მწვერვალზე და მოეგოთ დიდი თანხა. ამ
აქტივობით მათ საკითხი შემოესწავლათ და მე შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფლად და მეტად
მარტივად მივაღწიე დასახულ მიზანს.
რესურსი არის მრავალჯერადი გამოყენების და შეუძლია გამოიყენოს სხვა მასწავლებელმაც. რესურსი
გამოქვეყნებულია საჯაროდ და განთავსებულია ბლოგზე marekhis.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий